რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსთავში “ცხელების ცენტრში” უცხო ქვეყნის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ”რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს. მათი თქმით, ინფიცირებული უცხოეთის მოქალაქეა და ის აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
პაციანტი თბილისის ინფექციურ კლინიკაშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა მათგან 9 გამოჯანმრთელდა.