გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია 1 პირიც, რომელიც “ჯეო ჰოსპიტალის” რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

” საავადმყოფოში შემოიყვანეს ახალგაზრდა 2 მამაკაცი, ერთი მათგან უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა”,- აღნიშნა ორველაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, 19-ე, 109-ე მუხლის მე-3 ა ქვეპუნქით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები