გორში ავტოავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტში ხიდისთავი-აზნეთის გზაზე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფმა ორივე პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები კლინიკა “გორმედის” სამედიცინო ქსელში გადაყვანილები იქნეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები