რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რჩება
საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს, ოთხი კი საავადმყოფოს ცხელების განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გადის მკურბალობას,იგი ე.წ. ზუგდიდელი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა.მისი ჯანმრთელობოს მდგომარეობა სტაბილურია”-, განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
ქარცივაძის ინფორმაციით, კლინიკა გვიან ღამით კორონავირუსისგან კიდევ ერთმა განკურნებულმა 70 წლის პაციენტმა დატოვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„კოვიდ-19“-სგან მე-13 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მან საავადმყოფო წუხელ გვიან დატოვა და პროტოკოლისა და ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების მიხედვით, ერთკვირიან თვითიზოლაციას სახლში გაივლის. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია ჰქოდა”,- განაცხადა ქარცივაძემ.