შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორი: უამრავი მტკიცებულება არსებობს, რაც თითოეული დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან გამოძიებისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდება არ მომხდარა და ბევრი ისეთი დეტალი იკვეთება, რაც მათ ჩვენებებში არ დევს. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რაც თითოეული დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს.
მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება სამედიცინო ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
„საქართველოს პროკურატურის სახელით მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და მის ახლობლებს.
17ვე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით ,პატიმრობის გამოყენების მიზნით გუშინ მივმართეთ სასამართლოს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები,პატიმრობასთან და აღკვეთი სახის ღონისძებასთან დაკავშირებით დააკმაყოპილა შუამდგომლობა და 17 პირის მიმართ გამოიყენა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. რაც შეეხება უშუალოდ აღკვეთი სახის ღონისძიების საფუძველს . მრავალშერაცხული დანაშაულის სიმძმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე , ბრალდებულების მოქმედებების გათვალისწინებით და სხვა უამრავი გარემოების გათვალისწინებით , საქმის მასალებით დგინდებოდა ასევე იმის საფუძველი რომ გამოეყენებინა სასამართლოს აღკვეთი სახის ღონისძიების საფუძველზე პატიმრობა.
საფრთხეები არსებობდა როგორც მმიმალვის ასევე დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქმის მასალებიდან . რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა. გამოძიების ეტაპზე არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული, ძალიან ბევრი დეტალია რომელიც არ არის მათ ჩვენებაში.
რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზებს,ამის თაობაზე გრძელდება გამოძიება , სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უმნიშვნელოვანესია სასამართლოსთის,პასუხის შემდეგ უფრო მეტი ფაქტი დადგინდება .
რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე გამოკითხულია დაახლოებით 60 მოწმე ,ჩატარებულია 750ზე მეტი ექსპერტიზა და მიღებულია ასევე ვიდეომასალა როგორც ერთი შემთხვევის ადგილიდან ასევე მეორე შემტხვევის ადგილიდან.
ყველა პირის იდენტიფიცირება ხდება ვინც შემთხვევაში მონაწილეობდა“,- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.