გიორგი გელხაური: ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური და გონივრული გადაწყვეტილება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთერთი არასრულწლოვნის ინტერესების დამცველი გიორგი გელხაური იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღეს.

მისი განმარტებით, არ არსებობს საფუძველი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდოს.

“ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური და გონივრული გადაწყვეტილება, როგორიც არის მისი არდაპატიმრება. ფაქტია, რომ ეს საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული, ვინაიდან არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდოს”, – აცხადებს გიორგი გელხაური.

შეგახსენებთ, გიორიგ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს და ამ წუთებში მოსამართლე სათათბიროდაა გასული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები