საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა.
საქართველოს პრეზიდენტს კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაათვალიერებინა და ძეგლზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
უჯარმის კომპლექსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც,ნაყარი მიწის ფენისგან სრულად გაიწმინდა კომპლექსის ციტადელი და სრულად აღდგა ციხე-ქალაქის აღმოსავლეთ ფერდობის გალავნის კედელი, რის შემდეგაც ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდა. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი ლითონის საფეხურები და ქვის ბილიკები მოეწყო.
ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში, მუზეუმების ეტაპობრივ გახსნას აქტიურად გააგრძელებს როგორც საზოგადოებასაც შიდა ტურიზმის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.
ვიზიტორები უჯარმის და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის მონახულებას 1 ივლისიდან შეძლებენ.