ცაგერში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორცილდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან, ცაგერის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

“მიმდინარეობს ქ.ცაგერის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები;
შემსრულებელი შპს „კრისტალი”.
პროექტის ღირებულება 588 530ლარი.
სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია: 01.04.20-29.08.20წწ.

ცაგერში, აღმაშენებლის N 77 და N 41 ქუჩებზე,ხელოვნურ საფარიანი მოედნების მოწყობა;
შემსრულებელი შპს „მადლი”;
პროექტის ღირებულება- 137 730.
სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია: 01.04.20- 01.08.20წწ.

სოფელ ქვედა ცაგერში, ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობა;
შემსრულებელი- ი.მ „ზვიად ჭელიძე”;
პროექტის ღირებულება- 104 178 ლარი;
სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია : 01.04.20- 01.08.20წწ.

სოფელ ქვედა ცაგერში, ახალდასახლების უბნის გზის ასფალტირება;
შემსრულებელი შპს „ხვამლი XXI” ;
პროექტის ღირებულება 788 615ლარი;
სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია: 01.04.20- 28.08.2020წწ.

ცაგერში დასასვენებელი სკვერის მოწყობა; შემსრულებელი შპს „TU-KA ;
ღირებულება- 89 799 ლარი;
სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია: 01.05.2020-30.07.2020წწ.” – ნათქვამია გუბერნიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები