აჭარაში 38 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე დღის ბოლოს გახდება ცნობილი

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 526 კვლევის შედეგი უარყოფითია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია კორონავირუსის სიმპტომების მქონე 38 პირი. მათი კვლევის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი 20 715 პირს ჩაუტარდა. დღეის მონაცემებით კარანტინში 1 130 პირი მყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები