კასპიდან ლუგარში გაგზავნილი 5 სატესტო ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხიდან ლუგარის ლარობატორიაში გაგზავნილი 5 პირის სატესტო ნიმუშიდან ყველას პასუხი უარყოფითია. აღნიშნულის შესახებ ”რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
ცნობისთვის , აღნიშნული 5 კონტაქტი სოფელ მეტეხში მცხოვრებ კორონავირუსით დაინფიცირებული 52 წლის სანიტრის კონტაქტებია. დაინფიცირებული ქალბატონი თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაში დანიტრად მუშაობს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 21 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 8– კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები