კასპის მუნიციპალიტეტში 52 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
კორონავირუსით დაინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა შიდა ქართლში. დაინფიცირებული პაციენტი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები 52 წლის ქალბატონია, რომელიც თბილისში , ბოჭორიშვილის კლინიკაში სანიტრად მუშაობს. აღნიშნულის შესახებ ” რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
” გიდასტურებთ რომ გვაქვს კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა სოფელ მეტეხში. დაინფიცირებულია ბოჭორიშვილის კლინიკაში მომუშავე სანიტარი. ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში დაინფიცირებული ქალბატონის 5 კონტაქტის სატესტო ნიმუშებია გაგზავნილი, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენლმა, ეკა ქორჩაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, რეგიონში კორონავირუსის 21 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 8– კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.