ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა დაიწვა

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე  საცხოვრებელი ბინა დაიწვა. როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მათივე ცნობით, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები