ცემში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალი მოეწყობა
სოფელ ცენში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალი ეწყობა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“სამუშაოებს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე გაეცნენ.
პროექტი მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს თავად შეარჩია.
ადგილობრივების თქმით, სოფელში არსებული მოძველებული ქსელი ხშირად ზიანდებოდა, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა”,-წერია განცხადებაში.