ვალეში გზის კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, სადაც გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“აღსანიშნავია, რომ მეორე სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება. შახტის დასახლებაში აქამდე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა და მოსახლეობას უამინდობის დროს გადაადგილება უჭირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ”,-წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები