სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით აჭარაში ობიექტებს ამოწმებენ და რეკომენდაციებს გასცემენ. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის წესების დაცვისა და სურსათის უვნებლობის სხვა მაჩვენებლებზე მიმდინარე კვირის განმავლობაში შემოწმდა 100 სასურსათო ობიექტი, საწყობი, ხორცის მაღაზია და კვების ობიექტი.
სურსათის უვნებლობის მოთხოვნების პარალელურად, სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების წესებზე და გასცემს რეკომენდაციებს.
მიმდინარე წელს აჭარის რეგიონში 1170-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, გამოვლინდა 293 ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების წესისა და სურსათის შენახვა-რეალიზაციის ვადების დარღვევის ფაქტები, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.