ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესაძენად 50 000 ლარი გამოიყო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 50 000 ლარი გამოიყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიაშვილი საზანოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩიხორში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილსა და მერის წარმომადგენელ დავით გოგბერაშვილთან ერთად ეწვია, სასურსათო ნობათი გადასცა და საყოფაცხოვრებო საკითხებზე გაესაუბრა.
საკვები პროდუქტებით დახმარება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.