კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონული საოპერაციო შტაბის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონული საოპერაციო შტაბის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს საქართველოს მთავრობის #975 განკარგულებით განსაზღვრული, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და გასატარებელი ღონისძიებები. დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, მიზნობრივი ტესტირების რისკ ჯგუფები გაფართოვდა და კახეთის რეგიონში ყოველთვიურად, დაახლოებით 10 000 ადამიანის ტესტირება მოხდება.

„მიზნობრივი ტესტირების რისკ ჯგუფები გაფართოვდა და დაემატა სხვა რისკ ჯგუფები, რომელთა აღრიცხვა მოხდება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ატარებენ მონიტორინგს და უშუალოდ ახორციელებენ ტესტირებას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: მუნიციპალიტეტების მერები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ მოგვაწოდეს იმ ადამიანთა სია, რომლებიც ექვემდებარებიან ტესტირებას. განისაზღვრა შესაბამისი კონტიგენტი და ეს რიცხვი დაახლოებით 10 000-ის ფარგლებშია, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება დაკორექტირდეს, იმის მიხედვით, როდესაც საბოლოო სიები გვექნება“ – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

„რეგიონული საოპერაციო შტაბის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დაიგეგმა საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები. თითოეული ადამიანი, რომელიც შედის რისკ ჯგუფში, ეს ეხება სამედიცინო პერსონალს, სამართალდამცველებს, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, საკარანტინე სივრცეებში მომუშავე პერსონალს, მეხანძრე-მაშველებს და ა.შ. თითოეული ეს ადამიანი პერიოდულად იქნება ტესტირებას დაქვემდებარებული. თითოეული ის ადამიანი, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულების გამო არის რისკის ქვეშ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი, რომ არ გაგვეპაროს კოვიდის შემთხვევა ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანებს შორის“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამსახურისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები