ქვუშხეთთან ავარიისას დაშავებული ქალი 6 თვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა
ქვიშხეთთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მარიანა ქორიძე 6 თვიანი კომის შემდეგ, გუშინ საღამოს გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას გარდაცვლილი ქალის ახლობლები ავრცელებენ.
“მარიკო ჩვენო ფერადო გოგო ვერც შეგელეოდა ბაქარი მარადიული ცხონება თქვენს დიდი სიყვარულს .ღმერთმა მოგიხსენოთ ეს ულამაზესი ოჯახი ნათელში”,- ნათქვამია ოჯახის ახლობლის განცხადებაში.
ცნობისთვის, 26 იანვარს ქვიშხეთში მომხდარი ავარიის დროს მარიანა ქორიძის მეუღლე და სამი შვილი ადგილზე დაიღუპა. თავად კი გუშინდელ დღემდე, მცხეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში რჩებოდა.