აბაშაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

აბაშაში გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში არსებულ სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ახალგაზრდა მამაკაცს დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი აბაშის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილას დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები