ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსად ზურაბ მარგველაშვილ ინიშნება
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსად ზურაბ მარგველაშვილი ინიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას, მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი გიორგაძე ადასტურებს. მისი თქმით, მარგველაშვილმა კომისიის მოთხოვნები დააკმაყოფილა.
“ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი ზურაბ მარგველაშვილი მონაწილეობდა. მან კომისიის მოთხოვნები დააკმაყოფილა და გაიმარჯვა”,- აცხადებს გიორგაძე.
მარგველაშვილის დანიშვნის ბრძანებას მერის მოვალეობის შემსრულებელი ხელს 5 დღის ვადაში მოაწერს.
ცნობისთვის, მარგველაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ერთხელ უკვე მუშაობდა. ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 2014 წელს დატოვა, რის შემდეგაც საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.