ქუთაისში კორონავირუსისგან 45-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსისგან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, შუა ხნის ქალბატონს ლაბორატორიულ კვლევაზე უარყოფითი პასუხი ორჯერ მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტი ვირუსისგან განიკურნა.
„კლინიკა “ლჯ და კომპანიამ” კიდევ ერთი პაციენტი გამოაჯანმრთელა. ამ დროისთვის, კლინიკაში ხუთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა ნადირაძემ.
ქუთაისის ინფექციურში მე-7 დღეა ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.