ხულოს მერმა სოფელ ვანიძეების მოსახლეობის პრობლემები მოისმინა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, სოფელ ვანაძეების მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ვახტანგ ბერიძემ სოფელ ვანაძეებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე ისაუბრა და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო.
,,მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოჭრილი პრობლემების ნაწილი ადგილზე გადავწყვიტეთ, ხოლო ის საკითხები , რომლებიც გრძელვადიანია და გარკვეულ დროს მოითხოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად მოგვარდება “ – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ