ზუგდიდში წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზუგდიდში წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაკურიანის ქუჩას უტარდება.
ბაკურიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ. როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, 18 ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები უკვე დაწყებულია, რომელიც დაახლოებით 10 დღეში დასრულდება, შემდეგ კი ცენტრალური გზების რეაბილიტაცია გაგრძელდება.
ბაკურიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ლუდვიგ ფაიფერი” ახორციელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019–2020 წლებში 19 გზა რეაბილიტირდა, აღდგა 40 კილომეტრამდე გზის საფარი, დაიხარჯა – 40 000 000 მილიონამდე ლარი. აღდგენილია წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული 50-მდე ქუჩა, დაგეგმილია 7 ქუჩის რეაბილიტაცია.