თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქთმშენებლობითი გეგმების განხილვა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქთმშენებლობითი გეგმების განხილვა დღეს დაიწყო, რაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციურ ზონებს, ქვეზონებს, ტერიტორიებსა და დამცავ ზონებს მოიცავს.

საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზევე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებებიც მოიწონეს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი რეგფონდს 32 ინფრასტრუქტურულ პროექტს წარუდგენს.
წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მოიწონა საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტები.
ქალაქთმშენებლობის გეგმებს კომისიები და ფრაქციები 1 სექტემბრამდე განიხილავენ. განკარგულების მიხედვით, დოკუმენტაცია წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 1 ოქტომბრამდე წარწდგინება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები