სამტრედიაში კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რესპუბლიკის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მდებარე ექვს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს.
“პროექტის ჯამური ღირებულება 247 281 ლარს შეადგენს და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ტუკა” ასრულებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ დაათვალიერა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.