გარდაბანში “წითელი ჯვრის” ორგანიზებით 300-მდე ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში „წითელი ჯვარის“ ორგანიზებით 300-მდე მოწყვლად ოჯახს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.
„წითელი ჯვრის“ ამანათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბენეფიციერებს გადაეცა.
როგორც „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას საქართველოს “წითელი ჯვრის” საზოგადოების გარდაბნის ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარემ შორენა წიკლაურმა განაცხადა, ორგანიზაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს.
„ამ ეტაპზე ჩვენთან მოვიდა მოთხოვნა ზღვარს მიღმა, მოწყვლად კატეგორიას, მრავალშვილიან მშობლებს და ასევე 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს გადაეცათ სოციალური პაკეტები. სულ გამოვიდა 300 ოჯახი და შემოვუტანეთ სუსრსათის და ჰიგიენური პაკეტები“, – განაცხადა შორენა წიკლაურმა.