სოფელ ბოლაჯურში ახალი სკოლა შენდება

ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარებს. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა სამუშაოები.მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისათვის 2 432 600 ლარია გამოყოფილი და მშენებლობა მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება”,-წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები