ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 180 პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

25 ივნისის მონაცემებით,ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 180 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 97 პირი რჩება.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 31 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 993 პირზე.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს,კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები