ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
2019 წლის 22 სექტემბერს, ბათუმში სამმა პირმა ჯგუფურად შეაღწია საცხოვრებელში, რა დროსაც სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ძალადობით და მუქარით წაიღეს თანხა, ასევე ოქროს ნაკეთობებიც. დაზარალებულს 35 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული 2019 წლის 25 სექტემბერს ბათუმში დააკავეს, ხოლო მესამა გასული წლის 27 ოქტომბერს. ბრალდება 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს სასჯელის სახით 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.