გიორგი ტატუაშვილი სოფელ მაშავერაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ მაშავერაში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დმანისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 417 000 ლარით ფინანსდება და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, კორონა-ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები