მარტვილის კანიონი გაიხსნა – რა პროცედურები უნდა გაიაროთ ტერიტორიაზე გადაადგილებისას

სამეგრელოს რეგიონში მდებარე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულმა დაცულმა ტერიტორიამ, – მარტვილის კანიონმა პანდემიის შემდეგ 15 ივნისს, ტურისტული სეზონი გახსნა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ანი წიქარიშვილი უყვება, დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, კანიონმა უკვე 10 დღის განმავლობაში, 700-მდე ვიზიტორს უმასპინძლა.

დღეს „რეგიონული კვირა“ მარტვილის კანიონში გამოგზაურებთ და მოგიყვებათ რა სიახლეებით შეხვდა იგი ახალ სეზონს. კანონში მეგზურობას კი, ვიზიტორთა ცენტრის მთავარი სპეციალისტი ანი წიქარიშვილი გაგვიწევს და გიჩვენებთ, თუ რა პროცედურების გავლა მოგიწევთ, რათა მოხვდეთ საქართველოში არსებულ 40 ულამაზეს დაცულ ტერიტორიას შორის ერთ-ერთში, სადაც ისტორია და მისტიკა ერთმანეთშია შერწყმული.

 

სოფო კაკაჩია

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები