საზღვარგარეთ თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ინიციატივა და დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში თვითდასაქმებულებით ბენეფიციართა წრე გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
“აღსანიშნავია, რომ თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად, საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომლის წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.