კახეთში მუზეუმები გაიხსნა

კახეთში არსებული მუზეუმები დღეიდან გაიხსნა. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე, დამთვალიერებლები მხოლოდ ერეკლე მეორის სასახლე-მემორიალის დათვალიერებას შეძლებენ, რადგან სხვა საექსპოზიციო დარბაზებში კონდიცირებით უზრუნველყოფა მიწის ქვეშ მდებარეობის გამო, ვერ მოხდება.

“დღეს გაიხსნა ისტორიული მუზეუმი ყველა წესის დაცვით, ჯერჯერობით მოხდა მხოლოდ სასახლე-მემორიალის გახსნა, რადგან დანარჩენი დარბაზები, რომლებიც ახალ მუზეუმშია მოთავსებული,მიწისქვეშ ნაგებობებია და ახალი რეგულაციების თანახმად, კონდიციონერის ჩართვა არ შეიძლება”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა.

მისივე განმარტებით, მუზეუმის გახსნის პირველი დღე დამთვალიერებლის სიმრავლით არ გამოირჩევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები