26 ივნისს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ24 და კმ28 მონაკვეთებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2020 წლის 26 ივნისს 11:00სთ-დან 17:00სთ-მდე, შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ, ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად შეიზღუდება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.