თელავის მერი და ევროკავშირის ელჩი იყალთოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა – შოთა ნარეკლიშვილმა ევროკავშირის ელჩს – კარლ ჰარცელს უმასპინძლა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მხარეებმა ევროკავშირის “მერების შეთანხმების“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – ,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“ შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით). პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.  პროექტის საერთო ბიუჯეტი 748 695,6 ევროს შეადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები