„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი პროექტი განხორციელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 32 ათასი ლარი დაიხარჯება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათებისა და ორ უბანში ბეტონით გზების მოწყობა განსაზღვრა.

მათივე ცნობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე – მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ – ვასილ ფანჩულიძესთან ერთად სოფლის ცენტრში მიმდინარე გზის ბეტონით მოწყობის სამუშოები დაათვალიერა, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “ჯეო ბილდი” ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე სოფლის ცენტრში მდებარე უფუნქციო ნაგებობები დაათვალიერეს და სოფლის იერ-სახის გაუმჯობესების მიზნით, პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები