კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

კასპის მუნიციპლიტეტის სოფელ ქვემო გომში 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. როგორც „რეგიონულ კვირას„ კასპის მუნიციპლიტეტის მერიააში განუცხადეს, საგანმანათლებლო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების სრული დაცვით შენდება.
„12 საკლასო ოთახის გარდა მოეწყობა 3 კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, წიგნსაცავი, დირექტორის და ექიმის კაბინეტი, სამასწავლებლო, მანდატურის ოთახი, ლიფტი და სხვა. სანიტარული კვების ბლოკები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
ძველი სკოლის შენობა 1926 წელს არის აშენებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. არასაკმარისი საკლასო ოთახების გამო სკოლაში სწავლა ორ ცვლიანია. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლებულ მომავალზე ზრუნვა სახელმწიფო ინტერესია და შესაბამისად პრიორიტეტულიც.“-განაცხადეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში
ამ დროისთვის, კასპის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს: სოფელ ხოვლეში, კოდისწყაროში, წინარეხსა და ქვემო გომში. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტების მშენებლობას „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ აწარმოებას და ოთხივე პროექტის საერთო ღირებულება 2 360 000 ლარს შეადგენს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები