სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ ტიბაანთან მოხდა, როცა მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276 – ე მუხლით დაიწყო.