ონის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

24 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს, ასევე იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, გზების წმენდის, სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების, მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ.
წარმომადგენლებმა მერის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღეს მითითებები, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში მათი საქმიანობა ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები