ონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლება გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

” ონის მერის მოადგილე გიორგი მაქარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილთან და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა. ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს:
1. სოფელ უწერაში- სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს „ ჰიდროტექნოლოგიური ცენტრი”.
ჯამური ღირებულება – 339041,99 ლარი.
დაფინანსების წყარო – სახელმწიფო 100% , 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.
2. სოფელ ჯინჭვისში – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ გიორგი მეტრეველი
ჯამური ღირებულება – 15 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – 10 000 სახელმწიფო , 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. სოფელ ხირხონისში – გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს „ სამშენებლო- სარემონტო სამმართველო- სევერო- ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში”
ჯამური ღირებულება – 89680 ლარი.
დაფინანსების წყარო – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
4. სოფლებში: ნიგავზები, ფარავნეში, შეუბანი, წოლა და სევა – გარე განათების მოწყობა .
შემსრულებელი – შპს „ ონის სერვის ჯგუფი”
ჯამური ღირებულება – 58 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – 56 000 სახელმწიფო, 2000 ადგილობრივი ბიუჯეტი.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს”, – ნათქვამია ონის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები