„ჯორჯიან მანგანეზის“ ორი ახალი ობიექტის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა

„ჯორჯიან მანგანეზის“ ორი ახალი ობიექტის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. „პერევისა 2“ და „თხილისწყალზე“ სამუშაოები ბოლო ერთი თვეა რაც მიმდინარეობს.

როგორც ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი ივა ხეთაგური აღნიშნავს, ახალი ვახტების მოწყობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე კომპანიაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა.

„პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და ორივე ობიექტის გაშვება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ იმ თანამშრომლებისთვის ვინც ამ ობიექტებზე დასაქმდება. ჩვენ ვიმედოვნებთ და კომპანიის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ „პერევისა 2“ და „თხილისწყალი“ როგორც კიდევ ერთი დასაქმებაზე ორიენტირებული ობიექტი დროულად გაეშვას.

მიგვაჩნია, რომ ამ ობიექტის საშუალებით დამატებითი სახის დოვლათი შეიქმნება როგორც ქვეყნისთვის, ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებისთვის.“

კომპანიამ ვახტური წესით დასამუშავებელ ახალ ობიექტებზე მადნის მოპოვებითი სამუშაოები ნაწილობრივ უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები