ოზურგეთის #60 ოლქს ახალი თავმჯდომარე ჰყავს – თამთა გიორგაძე ბერდია ლომიძემ შეცვალა

 

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ბერდია ლომიძე გახდა. მან პოსტზე თამთა გიორგაძე ჩაანაცვლა. ლომიძე ცენტრალურ საaრჩევნო კომისიაში #60 ოლქის წევრად 9 ივნისს აირჩიეს, გუშინ კი მას შემდეგ, რაც თამთა გიორგაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების უმრავლესობამ თავმჯდომარედ ლომიძის არჩევას დაუჭირა მხარი.

“რეგიონული კვირა” ბერდია ლომიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, 23-ში ოლქში სხდომა გაიმართა, რომელსაც ოთხი ადამიანი ესწრებოდა და ოთხივემ მას დაუჭირა მხარი.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვაკანსია გამოაცხადა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო წევრის თანამდებობაზე. შევიტანე საბუთები და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა, სადაც მე ამირჩიეს წევრად. 23-ში გაიმართა ოლქში სხდომა, რომელსაც ოთხი ადამიანი ესწრებოდა და ოთხივემ ამირჩია თავმჯდომარემ. თამთამ დატოვა თანამდებობა და დარჩა კომისიის წევრად. სხდომას თამთა გიორგაძე, ელგუჯა ჩხატარაშვილი, ნათია ცეცხლაძე და მე ვესწრებოდი. ერთი წევრი არ ესწრებოდა სხდომას”, – განაცხადა ბერდია ლომიძემ.

ცნობისთვის, ბერდია ლომიძე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას 5 წლის განმავლობაში დაიკავებს. თამთა გიორგაძე თავმჯდომარის პოსტზე 2019 წლის შემოდგომიდან იკავებდა, მან აღნიშნულ პოსტზე მეუღლე, ზვიად თენიეშვილი შეცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები