ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის დასაარსებლად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა, სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს. ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოპერირებას დაიწყებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი, ნათია ზედგინიძე სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
“ხშირად მეკითხებიან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე.
სად იცხოვრებენ სტუდენტები? სად იცხოვრებს აკადემიური პერსონალი? სად და როგორ გარემოში ჩატარდება მენეჯმენტის და სხვა პროგრამები? და ა.შ. ჰოდა, აი აქ და ამ გარემოში იქნება ეს ყველაფერი. ეს კი, მხოლოდ პირველი ფაზაა, რომელიც მზადააა მიიღოს სტუდენტთა პირველი ნაკადი ახლა – სექტემბერში. მიხარია.
P.S. საერთაშორისო, ჩვენს გერმანელ (და არა მხოლოდ) პროფესორებზე კი ცალკე პოსტს მოგვიანებით დავდებ და გაგაცნობთ ყველას. welcome on board”,- წერს ნათია ზედგინიძე.