სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში მცხოვრებ ოჯახებს სასურსათო პაკეტი დაურიგდა
სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში მცხოვრებ ყველა ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტი დაურიგა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სოფელ მუშევანში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება აქტიურად გრძელდება.
“ამჯერად ყველა ოჯახმა დახმარების სახით მუნიციპალიტეტისგან ფქვილი და კარტოფილი მიიღო. სურსათის დარიგების პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ჩაერთო.
მუნიციპალიტეტმა საკარანტინო ზონაში მოსახლეობას 100 და 50-ლარიანი სასურსათო პროდუქტები რამდენჯერმე გადასცა.
შეგახსენებთ, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.