ე.წ. სამხრეთ ოსეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 85 გახდა. ამის შესახებ ე.წ. მთავარი სანიტრის მოადგილემ ანა გაგლოევამ განაცხადა.

გაგლოევას თქმით, ინფიცირებული პირი სტუდენტია, რომელიც ცხინვალში რუსეთიდან ჩავიდა.

მისივე ინფორმაციით, ვირუსი 52-მა პაციენტმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები