“ჩემთვის სამყარო იწყება თელავიდან” – 83 წლის კომპოზიტორმა თავისი შემოქმედება მთლიანად სატახტო ქალაქს მიუძღვნა
ჯუმბერ სახეიშვილი 83 წლის მუსიკოსია, რომელიც კომპოზიციას მხოლოდ თელაველი პოეტების ლექსებზე და თელაველებზე წერს. სატახტო ქალაქზე შეყვარებულ მუსიკოსს თელავის გარეშე ყოფნა ვერ წარმოუდეგნია და როგორც „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, მისი შემოქმედების მუზაც მხოლოდ ეს ქალაქია.
თელავის გარდა სხვა ქალაქში ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მღერის მხოლოდ ქართულად და ისიც მხოლოდ თელაველებისთვის.
„თელავზე ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი და ალბათ ეს აქაურმა პოეტებმა განაპირობეს. არ მეგულება არცერთი აქაური პოეტი, რომ თელავზე არ ჰქონდეს ლექსი დაწერილი და ეს იყო ყველაფერის საწყისი. როცა სიმღერების შექმნა დავიწყე, გადავწყვიტე, რომ მხოლოდ თელაველებს უნდა ემღერათ, ეს ალბათ ახალგაზრდული ახირებაც იყო, თუმცა მე მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი“, – ამბობს ნუგზარ სახეიშვილი.
„ხელოვნებაში და განსაკუთრებით მუსიკაში არის სამება- შემქმნელი, შემსრულებელი და მსმენელი” ამბობს მუსიკოსი და მისი თქმით, სწორედ ეს ერთობლიობა ქმნის სრულყოფილ მუსიკას.
პირველი სიმღერა 20 წლის ასაკში დაწერა და მას შემდეგ თელავს თავისი შემოქმედებით ხშირად ანებივრებს.
უხუცეს მუსიკოსის ვარსკვლავი თელავში 2019 წელს ნ.სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ გაიხსნა.
სალომე გრძელიშვილი