სოფელ მუშევანში სამიზნე ჯგუფების PCR ტესტირება მიმდინარეობს
სოფელ მუშევანის მკაცრი საკარანტინო ზონის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები სამიზნე ჯგუფებში PCR ტესტების საშუალებით, ბიოლოგიური ნიმუშების აღებას 50-ზე მეტ მოქალაქესთან გეგმავენ.
მათივე ცნობით, აღებული ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ ამ პასუხებზეა დამოკიდებული, უახლოეს პერიოდში, სოფელ მუშევანისთვის საკარანტინო სტატუსის მოხსნის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამ ეტაპისთვის, სოფელში კორონავირუსის 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.