დიდი ჭყონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, მეორე ნამიკოლაოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება 4 811 მერტი ასფალტობეტონის გზა. ასევე მოეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები და მილები და ეზოებში შესასვლელები.
“სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 517 000 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს.
პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება.
დიდი ჭყონი-მეორე ნამიკოლაოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.