ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს

ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 31 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს მდინარე რიონის ხიდთან ნახეს. ახლობლების თქმით, ის კონფლიქტური არ იყო და შესაძლოა, ვინმეს შეაფარა თავი.
“ჩვენ დილის ცხრა საათზე გვითხრეს, რომ იკას მანქანა რიონის ხიდთან იყო დატოვებული, არდა თბილისში უნდა წასულიყო. ახლობ;ები ადგილზე , რომ მივიდნენ იკა იქ ვერ ნახეს . მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებეს, მაგრამ ვერ ნახეს. მას შემდეგ ვერ ვპოულობთ. ყველას ვთხოვ შვილი მომინახონ, იქნებ სადმე არის. მდინარე რიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ მერე შეწყდა. იქნებ ვინმეს ოჯახს შეაფარა თავი. თანხა ჰქონდა წაგებული, მაგრამ არ მგონია მაგის გამო წასულიყო. თუ ითამაშა , შეეძლო მისი გადახდა, არ ჰქონდა ამის პრობლემა. არავინ არ გამოჩენილა და არ უთქვამს იკას ვალი აქვსო, კონფლიქტური ბიჭი არ იყო. . თუ წაგებული ჰქონდა თანხა, დებისთვის დაერეკა. მსგავსი შემთხვევა დაახლოებით სამჯერ მოხდა. უფრო მეტიც წაუგია და არასოდეს წასულა, ახლა რა მოხდა ასეთი არ ვიცი. იქნებ ვინმესთან არის შეფარებული და გამაგებინონ. ხუთი თვეა მის შესახებ არაფერი მსმენია,“- აცხადებს დაკარგული მამაკაცის დედა, დინარა ჯაბუა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს,მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, ასევე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები