“ალეია” – ერთადერთი სასტუმრო მარტვილში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრომ ფუნქციონირების უფლება მისცა

მარტვილის ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარე საოჯახო სასტუმრო “ალეია” ერთადერთია მუნიციპალიტეტში, რომელსაც პოსტპანდემიის შემდგომ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა, ვიზიტორების მიღების ნება დართეს.
როგორც სასტუმროს მეპატრონე – ია ნანავა „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში განმარტავს, ტურიზმის სფეროში ჩართვა, მარტვილში ვიზიტორების სიმრავლემ გადააწყვეტინა. სასტუმრო წელიწადია, რაც ფუნქციონირებს – ტურისტების დაინტერესებაც საკმაოდ მაღალია.
„მას შემდეგ, რაც გავიარეთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემოწმება, მუშაობის უფლება ოფიციალურად მოგვცეს. სასტუმროს შემოსასვლელში განთავსებულია დეზობარიერი, ადმინისტრატორი აღჭურვილია თერმოაპარატით, სადეზინფექციო ხსნარით და ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებაა, ამ დღეებში უკვე პირველ ვიზიტორებსაც მივიღებთ, რადგან ქართველი ვიზიტორების ჯავშნებიც გვაქვს. გვესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რომ ახლა ცუდი დროა და ფინანსურად უჭირს ხალხს, ამიტომ ფასები, რაც გვქონდა იმასთან შედარებით დავწიეთ. არ გვინდა, რომ ჩვენს ადგილობრივ ტურისტებს, დისკომფორტი ფასების გამო შევუქმნათ“,- ამბობს სასტუმროს მეპატრონე.

ორსართულიან, კეთილმოწყობილ სასტუმროს 10 ნომერი აქვს, აქედან ერთი „კოვიდ19“-თან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციის შესაბამისად, იზოლირებულია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები